კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ტიმი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან

Image source: tycsports.com

 

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი შეხვდებიან ერთმანეთს.

პირველ ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა 2 საათი და 18 წუთი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა გამოცდილი შევიცარელი როჯერ ფედერერი (7:6, 6:4, 6:3). ტიმმა მეორე ნახევარფინალში მოუგო 22 წლის გერმანელ ჩოგბურთელს ალექსანდრ ზვერევს. ჩოგბურთელებმა კორტზე 3 საათი და 34 წუთი გაატარეს – (6:3, 4:6, 7:6, 7:6).

ჯოკოვიჩი ATP რეიტინგის მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ტიმი კი მე-5. ტიმი და ჯოკოვიჩი მე-12-ედ შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კი პირველად.

 

წყარო – atptour.com

 

საბა ლობჟანიძე: “”რანდერსი” ყოველთვის იქნება ჩემს გულში”