კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ATP CUP. ნილოკოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე რაფაელ ნადალია. საქართველოს ნაკრების განრიგი

Image source: Nikoloz Basilashvili Instagram

 

ATP CUP ტურნირი დაიწყო და ცნობილია მისი პირველი გამარჯვებულები. საქართელოს ნაკრები ჯერ ისვენებს და ბრძოლაში 4 იანვრიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ATP CUP ტურნირი იწყება ჯგუფური სისტემით და შემდეგ, გადადის ოლიმპიურზე – მეოთხედფინალები (ყველა ჯგუფის გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორე ადგილი), ნახევარფინალები და ფინალი.

საქართველოს ნაკრების ჯგუფშია ესპანეთი, იაპონია და ურუგვაი.

სატურნირო მეორე დღეს პირველ მატჩებს ქართველი ჩოგბურთელები ესპანელების წინააღმდეგ გამართავენ.

ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. ალექსანდრე მეტრეველის მეტოქე კი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

წყვილთა თანრიგში ბაკში/ცივაძის დუეტი კარენო ბუსტა/ნადალის წყვილს შეხვდება.

ჩვენი გუნდის განრიგი ასეთია:

  • 04.01 – ესპანეთთან,
  • 06.01 – იაპონიასთან,
  • 08.01 – ურუგვაისთან.

წყარო – atpcup.com

რუნიმ “დერბი ქაუნთის” შემადგენლობაში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა (ვიდეო)