კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ATP CUP. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP CUP-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP CUP-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად მსოფლიოს 26-ე ჩოგნურთელის მეტოქე გამოცდილი ურუგვაელი პაბლო კუევასი გახლდათ. ბასილაშვილმა მსოფლიოს 45-ე ჩოგანთან ბრძოლაში 3 სეტში (6:4, 1:6, 6:4) გაიმარჯვა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ორ საათზე მეტს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ერთეულთა თანრიგში ალექსანდრე მეტრეველისა და ფრანკო რონკადელის შორის. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 19 წლის ურუგვაელი მეტოქე იოლად 2 სეტში (6:2, 6:1) დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებვი ურუგვაის გუნდს 2:0 უგებს.

წყვილთა თანრიგში კი 17:30 საათზე ბაკში/მეტრეველისა და ბეხარ/კუევასის დაპირისპირება დაიწყება.

 

წყარო – atpcup.com

ATP CUP. ალექსანდრე მეტრეველმა ურუგვალი მეტოქე ადვილად დაამარცხა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა