კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ისევ ვერ შევიდა (ვიდეო)

ატლეტიკომ ქულები დაკარგა

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ვერ მოიგო.

გუნდებმა პირველი ტაიმის მიწურულს გოლები გაცვალეს, ჯერ იკერ მუნიანმა გახსნა ანგარიში, ხოლო ორ წუთში დიეგო კოშტამ გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა, შესაბამისად, „როხიბლანკომ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

დიეგო სიმეონეს გუნდი 46 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

„ბილბაო“ – „ატლეტიკო“ 1:1

გოლები: 1:0 მუნიანი (37), 1:1 დიეგო კოშტა (39)

 

 

წყარო – Laliga

 

მესიმ ლა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა