კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ატალანტამ” “ვალენსია” გაანადგურა და საოცარი ფეხბურთი ითამაშა (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა „ატალანტამ“ მერვედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა და გამოცდილი „ვალენსია“ გაანადგურა.

ჯან პიერო გასპერინის გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება და ესპანური მეტოქე დაარბია. ბერგამოელები საშინაო მატჩებს ჩემპიონთა ლიგაზე მილანში ატარებენ, მაგრამ ეს მათთვი პრობლემა არ ყოფილა.

ანგარიში ჰანს ჰატებურმა სწრაფადვე, მე-16 წუთზე გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე იოსიპ ილიჩიჩმა შესანიშნავი დარტყმით გაზარდა.

იტალიელებმა აღებული ტემპი არც მეორე ტაიმში დააგდეს და შესვენების შემდეგ მალევე ორჯერ კიდევ გაიტანეს. ჯერ რემო ფროილერის გოლი გამოდგა ძალიან ლამაზი და მერე ჰატებურმა დუბლი შეასრულა – 4:0.

დარჩენილ დროში „ვალენსიამ“ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოოდ, 1:4 დამარცხდა, რითაც საპასუხო მატჩს ოდნავი ინტრიგა დაუტოვა, მაგრამ „ატალანტამ“ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ატალანტა“ – „ვალენსია“ 4:1

გოლები: 1:0 ჰატებური (16), 2:0 ილიჩიჩი (42), 3:0 ფროილერი (57), 4:0 ჰატებური (62), 4:1 ჩერიშევი (66)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე ვითარებაშია (ვიდეო)