კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აშვეთია: “შეკრებას საქართველოში გავივლით, რამდენიმე ლეგიონერი უკვე დავითანხმეთ”

Image source: Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კლუბში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ახალწვეულები კიდევ იქნებიან.

მათ შორის ლეგიონერებიც, რამდენიმე უკვე დაითანხმეს და სულ მალე შეუერთდებიან გუნდს. შეკრებას რაც შეეხება, სავარაუდოდ „ტორპედო“ სეზონის წინ საქართველოში მოემზადება.

“ვარჯიში გუშინ არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. დღეს რამდენიმე ახალწვეული შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. ამის მერე მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ.

კლუბის პრეზიდენტთან ვაზუსტებთ შეკრების საკითხსაც. დროის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ალბათ მაინც საქართველოში გავივლით“ – განაცხადა აშვეთიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ტორპედომ“ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

 

 

“რეალის” მორიგი გამარჯვება და სერხიო რამოსის გოლი (ვიდეო)