კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აშშ-ირანის დაძაბული ვითარების გამო “აიაქსის” შეკრება ფეხბურთელმა დატოვა

Image source: Goal.com

 

ამსტერდამის „აიაქსი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ყატარში ემზადება და შეკრება ამერიკელმა მცველმა სერჯინო დესტმა დატოვა. ამის მიზეზი კი, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე დაძაბული მოვლენები გახდა.

ინფორმაცია დაადასტურა ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდმაც: „სერჯინომ გვთხოვა შეკრებიდან დათხოვნა, რადგან ყატარში თავს მშვიდად არ გრძნობდა. ჩვენ გვესმის ეს და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

დესტმა გადაწყვიტა, რომ ყატარის ნაცვლად ამსტერდამში დაბრუნებულიყო და ინდივიდუალურად მოემზადება. 19 წლის ფეხბურთელი აშშ-ს ნაკრების წევრია.

 

 

“საბურთალომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო