კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აშხაბადი 2018. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა და ახალი რეკორდები დაამყარა (ვიდეო)

ლაშა ტალახაძე

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შეჯიბრი სუპერ მძიმე წონაში ჩატარდა.

ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) აშხაბადის მსოფლიო ჩემპინატზე ატაცში 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 რეკორდიც დაამყარა. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო რამდენიმე წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კილოგრამი აიტაცა.

ტალახაძემ აკვრაში 245, 252, 257 დაძლია და სამივე მისვლა სარეკორდო გამოდგა. ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამშიც (474 კგ.), სადაც საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენა.

ამგვარად უძლიერესმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.


ვიდეო: 1tv.ge

 

 

აშხაბადი 2018. ირაკლი თუმრანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცის ბრინჯაოს მედლი მოიპოვა (ვიდეო)