კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სანდრო ბაზაძის წარმატება და ქართველების ადგილი განახლებულ მსოფლიო რეიტინგში

Image source: Fencing Federation Of Georgia

 

 

ვარშავაში დასრულდა ფარიკაობის მსოფლიო თასი, სადაც საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი, სანდრო ბაზაძე იღებდა მონაწილეობას.

ქართველმა მოფარიკავემ პლეი ოფის პირველ წრეში იტალიელი დარიო კავალერიე 15:14 დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ბენედიკტ ვაგნერსას 19:5 სძლია და იტალიელ მატეო ნერის – 15:13 მოუგო. 1/4-ფინალში ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერ სანგუკ ოჰთან 14:15 წააგო.

მეოთხედფინალში გასვლით სანდრომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მდგომარეობა გაიუმჯობესა და პირად პირველობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ხმალში და კაიროში რაპირაში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ, FIE-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

ხმალში სანდრო ბაზაძემ მერვე ადგილი დაიბრუნა, მიხეილ მარდალეიშვილი კვლავ 51-ეა, ბექა ბაზაძე ერთი საფეხურით დაწინაურდა და 74-ე პოზიციაზეა, 8 ადგილით წავიდა წინ და 199-ე ადგილზეა ვაჟა რეჭია, 251-ეა საბა სულამანიძე.

რაპირაში ლაშა გალუაშვილმა 10, ლუკა ღაღანიძემ კი 2 ადგილით წინ აიწიეს, განახლებულ რეიტინგში ლაშა მე-100, ლუკა 103-ე ადგილზეა.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

10 საინტერესო ფაქტი “დინამო თბილისი” – “საბურთალოს” შორის საქართველოს სუპერთასის მატჩის წინ