კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

არველაძემ თემურ ქეცბაიას დაბადების დღე მიულოცა: “თემურს ყველაფერი შეეძლო”

არველაძემ ქეცბაიას დაბადების დღე მიულოცა

Image source: Shota Arveladze ფეისბუქის გვერდი

 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და “ანორტოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იუბილარია. ქეცბაიას დღეს 53 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს დაბადების დღე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შოთა არველაძემ მიულოცა:

“თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა – ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს. ქეცბა ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ, კარიერის ბოლო მატჩს ატარებსო. ორივე ფეხით ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო! როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი – თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო!”, – წერა შოთა არველაძე.

თემური 1992 წელს ის ევროპაში გადავიდა და სხვადასხვა დროს “ანორტოსისის”, “აეკის”, “ნიუკასლის”, “ვულვერჰემპტონის” და “დანდი იუნაიტედის” მაისური მოირგო.

 

 

 

 

წყარო – Shota Arveladze