Image source: Pakhtakor Football Club ფეისბუკ გვერდი
შოთა არველაძის ტაშკენტის “პახტაკორი” უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა საჩემპიონო ტიტული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა. ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “კოკან 1912”-ი შინ 2:1 ანგარიშით დაამარცხა.
არველაძის გუნდმა ზემოხსენებული მატჩის მოგების შემდეგ 59 ქულა დააგროვა, ხოლო “ნასაფი” კი 46 ქულა.
არველაძემ ზედიზედ მეორედ მოაგებინა “პახტაკორს” უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის ქართველი სპეციალისტი ტაშკენტურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობს.
ვიდეობი
ფოტოები