კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

არველაძეების ფონდმა 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა

Image source: Arveladze Foundation

 

არველაძეების საქველმოქმედო ფონდმა 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და განვლილი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები გამოაცხადა.

“ჩვენი ფონდის საქმიანობაში, 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და გამორჩეული იყო.

სოციალურ პროექტებთან და სტიპენდიანტების დაფინანსებასთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩვენი რესურსის დიდი ნაწილი მიგვემართა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

წლის განმავლობაში 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის მქონე მინი მოედანი გავხსენით და სამ სხვადასხვა სოფელში დავაფუძნეთ საფეხბურთო გუნდი.

ჩვენი ფონდი უკვე ასობით მოზარდს აერთიანებს და ვეცდებით, მათი ცხოვრება გავხადოთ კიდევ უფრო ჯანსაღი და ხალისიანი.

გილოცავთ 2020 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას!”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღვნიშნოთ, რომ “ფონდი არველაძე2007 წელს დაფუძნდა და საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის იბრძვის.

წყარო – arveladzefound.org

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია. რა ტრანსფერებს ველოდოთ იანვარში?