კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

არველაძე: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? მირჩევნია პრემიერმინისტრი ვიყო”

არველაძეს თურქეთში იწვევენ

Image source: Shota Arveladze facebook

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ქართველმა სპეციალისტმა დაასახელა გუნდები და ლიგები, სადაც კვარაცხელიას გადასვლა სურს.

გარდა ამისა, მან საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა გამორიცხა, მისი აზრით, ამაზე უფრო ადვილი პრემიერმინისტრობაა.

„მესმის ვლადიმირ ვაისის, რომელმაც ყველაფერი ჩადო ამ საქმეში, ორი წელი იმუშავა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი დაინგრა. მწვრთნელობა ასეთია, ერთ დღეს გმირი ხარ, შემდეგ ანტიგმირი. და, როგორც ყოველთვის სამი მილიონი ქართველი მწვრთნელია.

არა, საქართველოს ნაკრებში მუშაობა არ მინდა, ეს ძალიან მტკივნეული კითხვაა. არ მინდა, ჩემი ოჯახი ნერვიულობდეს. უფრო ადვილია პრემიერმინისტრი გახდე, ვიდრე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. ამიტომ პრემიერმინისტრობა მირჩევნია.

ძალიან ნაწყენი ვარ, ეს არ იყო ერთი თამაში, არამედ 30-წლიანი მოგზაურობა. არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ მთავრობას და ფედერაციას სტადიონზე ხალხი უნდა დაეშვა, არ ვამბობ, რომ 40 ათასი, მაგრამ გარკვეული რაოდენობა. ზოგჯერ ასეთ საკითხებს ვინც წყვეტს, ვერ ხვდება, ჩვენთვის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცოდით 5 მცველის წინააღმდეგ როგორ უნდა გვეთამაშა, ასეთ სქემასთან ინდივიდუალისტებია საჭირო, მაგრამ ძირითადი შემადგენლობის სამი წევრის გამოკლება დაგვეტყო.

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გუდნმა არაორდინალურობა, არაპროგნოზირებადობა დაკარგა. მას შეუძლია მოტყუება, მეტოქისთვის ყვითელი ბარათის აკიდება, თანაგუნდლებისთვის ნდობის ამაღლება. მსგავსი მოთამაშეები იგებენ თამაშებს. მსურს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში წავიდეს, სადაც დიდი ხანია ქართველს არ უთამაშია. ლა ლიგაც შეიძლება, „ბაიერნიც“ ან ლევერკუზენის „ბაიერი“, სადაც ჩემი მეგობარი პეტერ ბოში მუშაობს“ – თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს საქართველოში მწვრთნელად არასდროს უმუშავია. ის უზბეკეთის „ფახთაქორში“ ბოლო წლებია წარმატებით საქმიანობს.

 

წყარო – Match TV

 

რაგბი – საქართველოს ნაკრები ინგლისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა