კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

არტურო ვიდალმა “ბარსელონას” სასამართლოში უჩივლა

Image source: Arturo Vidal Twitter

 

ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა პრემიის გადაუხდელობის გამო კლუბს სასამართლოში უჩივლა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად 32-წლის ფეხბურთელს უნდა მიეღო ორი მილიონი იმ შემთხვევაში, თუ 2018/19 სეზონში მატჩების 60%-ში მოედანზე ერთ ტაიმზე არანაკლებ დროს გაატარებდს.

ჩილელმა ფეხბურთელმა ერთი ტაიმი ითამაშა მატჩების მხოლოდ ნახევარში და შეთანხმებული თანხიდან 50 პროცენტს ითხოვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები ბონუსის გადახდას არ აპირებენ და იძახიან, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის პირობების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.

მიმდინარე სეზონში ვიდალმა “ბარსაში” 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.

ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ზამთარში ის “ინტერს” შეუერთდება.

წყარო – Mundo Deportivo

ქართველების “რუბინმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატა. ვის პოზიციაზე ითამაშებს ახალწვეული?