კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“არსენალთან” “მანჩესტერ სიტის” სტერლინგმა მოაგებინა (ვიდეო)

სიტიმ არსენალს მოუგო

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს სეზონი არასტაბილურად დაიწყო და ამიტომ ლონდონელებთან ქულები ძალიან სჭირდებოდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც 23-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა. ინგლისელმა „არსენალის“ მეკარის მოგერიებულ ბურთს ცარიელ კარში დაამატა და მატჩის გმირი გახდა.

„მანჩესტერ სიტის“ 4 თამაშში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 9 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ 1:0

გოლი: 1:0 სტერლინგი (23)

 

წყარო – Premierleague

 

“რეალის” სენსაციური მარცხი ლა ლიგაში (ვიდეო)