კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“არსენალმა” საბოლოო პასუხი გასცა “ბარსელონას”

ჰეკტორ ბელერინი, არსენალი

“არსენალმა” საბოლოო პასუხი გასცა კატალონურ “ბარსელონას” გუნდის მცველ ჰეკტორ ბელერინის გადასვლის დაკავშირებით.

The Independent-ის ცნობით, “ლონდონელები” უარი უთხრეს “კატალონელების შემოთავაზებას და განაცხადეს, რომ არ სურთ ბელერინის გუნდიდან გაშვებას.

22 წლის ესპანელი “ბარსელონას” ახალი მწვრთნელის – ერნესტო ვალვერდეს მთავარ მიზნად ითვლება ამ ზაფხულს. კლუბის ხელმძვანელობა მზად არის მცველის შესყიდვისთვის 45 მილიონი ფუნტი დახარჯოს. ამის გარდა, ესპანური მედიის ცნობით, კატალონური კლუბი მზად არის ბელერინის ტრანსფერში შეიყვანოს გუნდის ნახევარმცველი – რაფინია ალკანტარაც.

“არსენალის” ხელმძვანელობამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ფეხბურთელის გაყიდვას მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ფუნტს შემოთავაზებენ.