კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“არსენალმა” “ნორვიჩი” გაანადგურა (ვიდეო)

არსენალმა მოიგო

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ გათამაშების ღრმა აუტსაიდერ „ნორვიჩს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო.

მიკელ არტეტას გუნდს ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ ამ შეხვედრაში მაღალ დონეზე ითამაშა. დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ხოლო თითოჯერ გრანიტ ჯაკამ და სედრიკ სოარეშმა გაიტანეს.

„არსენალმა“ ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება, რადგან ქულით ჩამორჩება.

„არსენალი“ – „ნორვიჩი“ 4:0

გოლები: 1:0 ობამეიანგი (33), 2:0 ჯაკა (37), 3:0 ობამეიანგი (67), 4:0 სოარეში (81)

 

 

წყარო – Premierleague.com

 

ცნობილია ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის კალენდარი