კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“არსენალმა” ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, “ტოტენჰემი” ოთხეულს მიუახლოვდა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ადვილად აჯობა – 4:0.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ შესვენების შემდეგ „მეთოფეებმა“ შესანიშნავად ითამაშეს და ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს. ნანატრი იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო 2020 წელს და პირველი 2 იანვრის შემდეგ.

„არსენალს“ ბოლო ოთხი მატჩი ფრედ ჰქონდა დასრულებული და ასეთი წარუმატებელი შედეგი სატურნირო ცხრილზე ასახულია. მიკელ არტეტას გუნდი 34 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა.

დღეს ლონდონის „ტოტენჰემმა“ დრამატულ ბრძოლაში „ასტონ ვილას“ 3:2 მოუგო და ოთხეულთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

„არსენალი“ – „ნიუკასლი“ 4:0

გოლები: 1:0 ობამეიანგი (54), 2:0 პეპე (57), 3:0 იოზილი (90), 4:0 ლაკაზეტი (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“იუვენტუსმა” რონალდუს გარეშე მოიგო და კაპიტანი 5 თვის შემდეგ დაუბრუნდა (ვიდეო)