კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“არსენალმა” “მანჩესტერი” სტუმრად 14 წლის შემდეგ დაამარცხა (ვიდეო)

არსენალმა მანჩესტერს აჯობა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალთან“ საკუთარ მოედანზე წააგო და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით პრემიერლიგაში სეზონი კატასტროფულად დაიწყეს და 6 მატჩში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვეს.

მატჩის ბედი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა და მიკელ არტეტას გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„არსენალმა“ პრემიერლიგაში „მანჩესტერს“ სტუმრად 2006 წლის შემდეგ პირველად აჯობა 12 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 7 ქულით მე-15-ეა.

„მანჩესტერი“ – „არსენალი“ 0:1

გოლი: 0:1 ობამეიანგი (69, პენ)

 


წყარო – Premierleague

 

საბერძნეთის ჩემპიონატში ნიკა ნინუამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)