კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“არსენალმა” “ლესტერს” პოზიცია დააკარგვინა (ვიდეო)

არსენალი ლესტერს დაუზავდა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში მესამე ადგილზე მყოფი „ლესტერი“ ლონდონში „არსენალს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რითაც სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაქვეითდა.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და დაწინაურებაც მალე მოახერხეს. 21-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. ამის შემდეგ უპირატესობა სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა გათანაბრებისთვის დიდი დრო დასჭირდათ.

„მელიებმა“ წონასწორობა მხოლოდ 84-ე წუთზე აღადგინეს, თუმცა მეტისთვის დრო არ ეყოთ. „ლესტერს“ 59 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 50 ქულით მეშვიდეა.

„არსენალი“ – „ლესტერი“ 1:1

გოლები: 1:0 ობამეიანგი (21), 1:1 ვარდი (84)

 

 

წყარო – Premierleague

 

“რუსთავს” დავითაშვილი გაწვრთნის