კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“არსენალმა” ევროპის ლიგა გამარჯვებით დაიწყო, კაჭარავას გუნდი დამარცხდა (ვიდეო)

არსენალმა რაპიდი დაამარცხა

Image source: Arsenal FC

 

ევროპის ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ლონდონის „არსენალმა“ პირველ ტურში სტუმრად ვენის „რაპიდი“ დაამარცხა.

თუმცა, ინგლისურ გრანდს ავსტრიულ კლუბთან ძალიან გაუჭირდა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში „რაპიდმა“ გახსნა და გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ „არსენალმა“ შეძლო და თამაში შემოატრიალა.

დავიდ ლუისმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა. „არსენალმა“ წარმატებული სტარტი აიღო და 3 ქულა მოიპოვა.

პირველ ტურში მარცხი განიცადა ნიკა კაჭარავას „ლეხმა“, რომელიც საკუთარ მოედანზე ლისაბონის „ბენფიკასთან“ 2:4 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა 74-ე წუთიდან ითამაშა. სალონიკის „პაოკი“ სახლში „ომონიას“ დაუზავდა, 1:1, მაგრამ ნიკა ნინუას არ უთამაშია.

„რაპიდი“ – „არსენალი“ 1:2

გოლები: 1:0 ფუნტასი (51), 1:1 დავიდ ლუისი (70), 1:2 ობამეიანგი (74)

 

 

წყარო – Arsenal FC

 

“რეინჯერსის” ფეხბურთელის დაუჯერებელი გოლი მოედნის ცენტრიდან (ვიდეო)