კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

არგენტინამ ბრაზილია ლიონელ მესის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

Image source: FGFootball

 

საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა შედგა. არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.

მე-10 წუთზე ბრაზილიამ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ გაბრიელ ჟესუსმა კარს ააცილა. 3 წუთის შემდეგ კი, იგივე შანსი არგენტინას მიეცა. პენალტი ვერც ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელსაც ალისონ ბეკერმა აუღო, მაგრამ დამატებაზე არგენტინელი ბურთთან პირველი იყო და ანგარიში მაინც გახსნა.

დარჩენილ დროში გუნდებმა მეტი გოლი ვეღარ გაიტანეს და არგენტინამ პრინციპული მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ბრაზილია – არგენტინა 0:1

გოლი: 0:1 მესი (14)

 

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ევრო 2020 – დიდი ზეიმი მოედანზე და პირველად ისტორიაში ფინალურ ეტაპის საგზური