კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

არგენტინამ ბოლივიაში 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგო (ვიდეო)

არგენტინამ ბოლივია დაამარცხა

Image source: Getty images

 

2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში სამხრეთ ამერიკის ზონაში მეორე ტური დაიწყო. არგენტინის ნაკრები ლა პასში ბოლივიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მოიგო.

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა და ბოლივია მარსელო მარტინსის გოლით დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე წონასწორობა ლაუტარო მარტინესმა აღადგინა, რომელმაც მეტოქე მცველის მოგერიებულ ბურთზე იბრძოლა და ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გაიტანა.

„ალბისელესტეს“ გამარჯვება 79-ე წუთზე ხოაკინ კორეამ მოუტანა, რომელმაც ლაუტაროს გადაცემით ხელსაყრელი პოზიციიდან იხეირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინამ ბოლივიაში 2005 წლის 26 მარტის შემდეგ პირველად მოიგო.

არგენტინის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და 6 ქულით ლიდერთა შორისაა.

ბოლივია – არგენტინა 1:2

გოლები: 1:0 მარტინსი (24), 1:1 ლაუტარო (45), 1:2 კორეა (79)

 


წყარო – Conmebol

 

გერმანია წაგებას გადაურჩა, ესპანეთმა წააგო (ვიდეო)