კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

არჩილ არველაძის გოლმა 2001 წელს “Deutsche Bank Park”-ზე გატანილი გოლით დიეგო მარადონა დაამწუხრა (ვიდეო)

არჩილ არველაძემ 2001 წელსგატანილი თავისი გოლი გაიხსენა

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ “კიოლნის” შემადგენლობაში 20 წლის წინანდელი გატანილი ლამაზი გოლი გაიხსენა.

2000/01 წლების სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში “კიოლნი” “აინტრახტ ფრანკფურტს” ესტუმრა და 5:1 ანგარიშით გაანადგურა. მატჩის ბოლო გოლი 89′-ე წუთზე აჩიმ გაიტანა. ხსენებულ მატჩს ესწრებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელიც მასპინძელ გუნდს ქომაგობდა.


შეგახსენებთ, რომ არჩილ არველაძე “კიოლნში” 2000-2003 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით ქართველმა ფორვარდმა 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

წყარო – Achi Arveladze

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური გუნდი (ფოტო)