კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

არჩილ არველაძემ “ტრაბზონსპორის” შემადგენლობაში 26 წლის წინანდელი გატანილი ულამაზესი გოლი გაიხსენა (ვიდეო)

სრჩილ არველაძემ ტრაბზონსპორში გატანილი გოლი გაიხსენა

 

„კარაგუმრუკის“ ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ “ტრაბზონსპორის” შემადგენლობაში 26 წლის წინანდელი გატანილი ულამაზესი გოლი გაიხსენა. თურქეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ძმები არველაძეების “ტრაბზონსპორი” “პეტროლოფისის” ესტუმრა და 5:2 ანგარიშით დაამარცხა. არჩილმა გუნდის მესამე გოლი 67′-ე წუთზე გაიტანა, რომელიც მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

აღვნიშნოთ ის, რომ არჩილის ძმამ, შოთამ ხსენებულ მატჩში დუბლი შეასრულა – 31′-ე და 84′-ე წუთებზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Achi Arveladze (@achi.arveladze)

შეგახსენებთ, რომ არჩილ არველაძე “ტრაბზონსპორში” 1993-1997 წლებში თამაშობდა, რომლის მაისურით ქართველმა ფორვარდმა 46 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

წყარო – achi.arveladze

 

 

 

ქართველი სპეციალისტი რაგბი ევროპის სადისციპლინო პანელზე წარადგინეს