კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

არჩილ არველაძემ 23 წლის წინ გატანილი ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიხსენა (ვიდეო)

არჩილ არველაძემ ნაკ ბრედაში გატანილი გოლი გაიხსენა

Image source: Getty Images

 

„კარაგუმრუკის“ ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ 23 წლის წინანდელი გატანილი გოლი გაიხსენა. 1997 წლის 21 დეკემბერს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში არჩილის “ნაკ ბრედამ” სტუმრად “ვოლენდამს“ შეხვდა და 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა. 24 წლის არჩილმა “ბრედას” შემადგენლობაში კი შეხვედრის ანგარიში პირველ წუთზე გახსნა, ხოლო 71‘-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. 88′-ე წუთზე არველაძის მაგივრად ტვან შიპერსი გამოვიდა მოედანზე.

“ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული გოლი”, – ასე დაასათაურა არველაძემ გამოქვეყნებული ვიდეო.

 

View this post on Instagram

 

One of my favorite goal in my career 🎯 FC Volendam v @nacnl 💛🖤 #nacbreda #eredivisie #netherlands #goal #arveladze

A post shared by Achi Arveladze (@achi.arveladze) on

 

 

შეგახსენებთ, რომ არველაძე “ბრედაში” 1997-2000 წლებში ასპარეზობდა, რომლის მაისურით ქართველმა ფორვარდმა 89 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

წყარო-achi.arveladze

 

 

 

 

 

 

ტოპ 14-ის მორიგ ტურში 8 ქართველმა მორაგბემ ითამაშა