კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

არჩილ არველაძე: “ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასოდეს ვყოფილვართ”

არჩილ არველაძის კომენტარი

Image source: achi.arveladze ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ნაკრებისა და “დინამო თბილისის” ყოფილმა თავდამხმელმა არჩილ არველაძემ 8 ოქტომბერს ბელარუსთან დანიშნულ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე ილაპარაკა.

„ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასოდეს ვყოფილვართ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ მეტოქემ ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს. მთავარი განწყობაა და თუ ფეხბურთელი სათამაშოდ კარგად განეწყობა, ერთი მატჩი, შესაძლოა, უთამაშებელმაც კარგად ჩაატაროს.

არ აქვს მნიშვნელობა, გიორგი ძირითადში იქნება თუ არა. შესაძლოა, 15 წუთი გამოვიდეს, სულ ერთი დრიბლინგი შეასრულოს ან საგოლე გადაცემა გააკეთოს, ან თავად გაიტანოს და თამაში მოიგოს. ამიტომ იწვევენ მწვრთნელები ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლიათ. გიორგი კი სწორედ ასეთი მოთამაშეა, შეუძლია თამაშის ბედი ერთ წამში შეცვალოს.

მეტოქის თამაშის სტილი ვიცით და დარწმუნებული ვარ, დაცვიდან ითამაშებს, შეეცდება, ტემპში არ აგვყვეს და თავის მიზანს კონტრშეტევაზე მიაღწიოს.

არის დრო, როდესაც მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს აყენებენ. ასე იყო ალექსანდრე ჩივაძე და მოთამაშეს პოზიციას უცვლიდა. ხვიჩა, რა თქმა უნდა, მარცხენა ფლანგზე უკეთესია, მაგრამ მან სექტემბრის სანაკრებო მატჩებში მარჯვნიდან ითამაშა და მაინც საუკეთესო იყო.

მაინც მგონია, რომ გამოკვეთილ თავდამსხმელად ქვილითაიას დააყენებს, რადგან ბოლო დროს ფორმაშია და გოლები გაიტანა. მას ვაისი კაჭარავას ამჯობინებს, შეტევაში კი ყაზაიშვილს წინ არ დააყენებს. ოქრიაშვილი ოპტიმალურ ფორმაშია და ალბათ, ითამაშებს. თურქეთში ძალიან კარგი სტარტი აქვს ლევან შენგელიასაც – შარშანდელ სეზონში „კონიასპორის“ ბოლო შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდი ლიგაში პირადად დატოვა. ნაკრების დახმარება მასაც შეუძლია, მაგრამ სანაკრებო მატჩებში მაინც გამოუცდელია და ესეც გასათვალისწინებელია. მე კი მგონია, ვაისი აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს“, – ამბობს არჩილ არველაძე.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ლუკა მოდრიჩმა თავის მომავალზე ისაუბრა