კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“არა, გმადლობთ!” – უცნაური მიზეზი, რის გამოც ბარტომეუმ დევისის “ბარსელონაში” ტრანსფერზე უარი თქვა

ალფონსო დევისს ბარსელონაში გადასვლა შეეძლო

Image source: Getty Images

 

ბაიერნის” მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის კარიერა შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო.

ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბარტომეუს რჩევა მისცა, რომ დევისი შეეძიათ მაშინ, როცა ის “ბაიერნის” ფეხბურთელი არ იყო.

“არა, გმადლობთ, ის კანადელია.” – უპასუხა ბარტომეუმ და ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა. რამდენიმე თვის შემდეგ კი დევისმაბაიერნთან” გააფორმა კონტრაქტი და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

დევისი “ბაიერნში” გადავიდა 2019 წლის ზაფხულს. მიუნხენის კლუბში ჩატარებულ პირველ სეზონში მან 45 მატჩში ითამაშა 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.

დღეს კი, დევისი “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში “პსჟ”-ს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ალფონსო დევისმა 2:8-ის შემდეგ მესის მაისური სთხოვა, არგენტინელმა კი უარი უთხრა