კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები” – პაპუნაშვილმა “სარაგოსას” ემოციური წერილი მიუძღვნა

Image source: Real Zaragoza

 

გიორგი პაპუნაშვილი 6-თვიანი იჯარით სანტანდერის „რასინგში“ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი „სარაგოსას“ სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური პოსტით დაემშვიდობა.

„გამარჯობა სარაგოსისტებო. მინდა გაცნობოთ, ჩემი წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გარემოებაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები თქვენდამი, ასე, რომ უბრალოდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ჩემი თანაგუნდელები თქვენ ხართ ჩემი მეორე ოჯახი, მადლობა ყველა იმ წამისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. დარწმუნებული ვარ, მიაღწევთ დასახულ მიზანს, წარმატებებს გისურვებთ, მალე გნახავთ“ – დაწერა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილს „სარაგოსას“ შემადგენლობაში 58 თამაშში 13 გოლი აქვს გატანილი.

 

 

“მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილა” გაანადგურა და ერთი პოზიციით დაწინაურდა (ვიდეო)