კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი და აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

აფრიკის საუკეთესოები

 აფრიკის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების ვინგერი, მოჰამედ სალაჰი დასახელდა.

ამ წოდებისთვის ეგვიპტელ ნახევარმცველთან ერთად იბრძოდა ასევე მისი თანაგუნდელი სადიო მანე (სენეგალი) და “არსენალის” ფორვარდი, პიერემერიკ ობამეიანგი (გაბონი).

სალაჰმა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ზედიზედ მეორედ მიიღო.

აფრიკის საფეხბურთო კონფერენციამ ასევე კონტინენტის 2018 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაცხადა.

მეკარე: დენის ონიანგო (“მამელოდი სანდუნზი”, უგანდა);

მცველები: სერჟ ორიე (“ტოტენჰემი”, კოტ-დ’ივუარი), მედჰი ბენატია (“იუვენტუსი”, მაროკო), ერიკ ბაი (“მანჩესტერ იუნაიტედი”,  კოტ-დ’ივუარი), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”, სენეგალი);

ნახევარმცველები: ნაბი კეიტა (“ლივერპული”, ეგვიპტე), ტომას პარტი (“ატლეტიკო მადრიდი”, განა), რიად მაჰრეზი (“მანჩესტერ სიტი”, ალჟირი);

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, ეგვიპტე), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“არსენალი”, გაბონი), სადიო მანე (“ლივერპული”, სენეგალი).

Tuttomercato-მ გიორგი ჩაკვეტაძე სატრანსფერო ბაზრის ყურადღების ქვეშ მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს შორის გამოარჩია