კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანტუან გრიზმანი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორი გახდეს (ვიდეო)

ანტუან გრიზმანის ულამაზესი გოლი

Image source: caughtoffside

 

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური. უეფას პრესსამსახურმა მეხუთე ტურის საუკეთესო გოლის ავტორის წოდებისთვის 4 კანდიდატი წარმოადგინა.

საუკეთესოს გოლის ავტორის წოდებისთვის ნომინირებულნი არიან “მიტიულანდის” მცველი ალექსანდერ შოლცი, რომელიც “ატალანტას” წინააღმდეგ გოლის ავტორი გახდა. “ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველი მადი კამარა, რომელმაც “მარსელთან” მატჩში გოლი გაიტანა, “ბაშაკშეჰირის” ნახევარმცველი ირფან კაჰვეჩი, რომელმაც “ლეიპციგის” წინააღმდეგ მატჩში ჰეტ-ტრიკი შეასრულა და “ბარსელონას” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, რომელმაც “ფერენცვაროშთან” მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა შეგიძლიათ ამ ბმულით.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა და 1/8-ფინალის საგზური „დორტმუნდმა“ მოიპოვა. გერმანული გუნდი საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ დაუზავდა – 1:1.

 

 

 

წყარო – ChampionsLeague