კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანტუან გრიზმანი – “ბარსელონას”: მენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Telefoot-თან საუბარში აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში თავის მომავალს პოზიტიურად უყურებს.

ბარსელონაში” თამაში ადვილი არაა. ახალი გუნდი, სრულიად განსხვავებული კლუბი, მოედანზე ჩემთვის ახალი პოზიცია – ბევრი უნდა ვიმუშაო. რაც არ უნდა იყოს, მეამაყება, რომ “ბარსელონაში” ვთამაშობ.

გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ მენდონ, და ყველაფერი კარგად იქნება. შემიძლია ბევრი გოლის გატანა, მაგრმ ეს ჩემი მთავარი მიზანი არ არის. ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო ყველაფრით, რითაც შემიძლია”, – განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმაბარსელონაში” ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

წყარო – tf1.fr

“რეალის” სატრანსფერო გეგმები. “სამეფო” კლუბი ოთხ ფეხბურთელს უმიზნებს