Image source: Getty Images
“ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იტალიის სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელის წლიური ხელფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
შედარებისთვის ვთქვათ, რომ მისი ხელფასი “რომას” მთავარ მწვრთნელს, პაულუ ფონსეკას ანაზღაურებას თითქმის ხუთჯერ აღემატება. ფონსეკას ხელფასი წლიურად 2,5 მილიონი ევროა. სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სამეულში შედის ასევე “ატალანტას” თავკაცი ჯან პიერო გასპერინი (2,2 მილიონი ევრო).
ტოპ-10-ში მოხვდნენ სიმონე ინძაგი (“ლაციო”, 2 მილიონი ევრო), სტედანო პიოლი (“მილანი”, 2 მილიონი), სინიშა მიხაილოვიჩი (“ბოლონია”, 2 მილიონი), ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”, 1,8 მილიონი), კლაუდიო რანიერი (“სამპდორია”, 1,8 მილიონი), ჯენარო გატუზო (“ნაპოლი”, 1,5 მილიონი), ეუსებიო დი ფრანჩესკო (“კალიარი”, 1,5 მილიონი).
წყარო – La Gazzetta dello Sport
ვიდეობი
ფოტოები