კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანტონიო კონტეს “ინტერმა” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

Image source: CleanSheet

 

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი მილანის „ინტერი“ სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.

„ნერაძურის“ „ლეჩესთან“ რთული ბრძოლა გადახდა თავს, მაგრამ გამარჯვება მაინც შეეძლო. 71-ე წუთზე ალესანდრო ბასტონიმ თავური დარტყმით მილანური გრანდი დააწინაურა და გამარჯვებას მიუახლოვა.

თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა. ცოტა ხანში მანკოსუმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ინტერმა“ უკვე მეორე შეხვედრაში ვერ მოახერხა მოგება და ეს სატურნირო ცხრილზეც ისახება. 47 ქულით მეორე ადგილზეა და დღეს თუ „იუვენტუსი“ მოიგებს, 4 ქულით გაასწრებს. გარდა ამისა, „ლაციოს“ „ინტერთან“ შედარებით თამაშით ნაკლები აქვს გამართული და იმ მატჩს თუ მოიგებს, „ნერაძური“ საერთოდაც მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს.

„ლეჩე“ – „ინტერი“ 1:1

გოლები: 0:1 ბასტონი (71), 1:1 მანკოსუ (77)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ზამთრის თასის 2020 წლის ტურნირი დასრულდა, საქართველომ ფინალში ითამაშა