კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანტონიო კონტე ფინანსური მახინაციების მსხვერპლი გახდა და “ასტრონომიური” თანხა დაკარგა

კონტემ დიდი თანხები დაკარგა

Image source: Getty Images

 

სხვადასხვა იტალიური გამოცმებეის, და მათ შორის La Repubblica-ს ცნობით, “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იმ ინვესტორების ჯგუფში შედის, რომლებმაც ლონდონში თაღლითური სქემის შედეგად მილიონობით ევრო დაკარგეს.

სავარაუდოა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა თანხების ინვესტირება “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში გააკეთა. წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ყოფილმა თავკაცმა 30,6 მილიონი ევრო დაკარგა.

კონტე და სხვა ინვესტორები საკუთარი თანხების დაბრუნებას განვლილი წლის ივნისში ელოდნენ. როდესაც თანხები ვერ დაიბრუნეს, ინვესტორებმა სასამართლოს მიმართეს და აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით.

La Repubblica-ს ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან იდგა ბანკირი მასიმო ბოჩიკიო, რომლის საქმეებსაც ამჟამად იტალიური პოლიცია იძიებს.

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს