კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ანსუ ფატის გენიალური თამაში და “ბარსელონამ” “ვილიარეალი” გაანადგურა (ვიდეო)

ბარსელონა ვილიარეალი დაამარცხა

Image source: laliga

 

„ბარსელონამ“ 2020-2021 წლების სეზონი იდეალურად დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა „ვილიარეალი“ 4:0 გაანადგურა და ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

საუკეთესო ანსუ ფატი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. 17 წლის ფეხბურთელს თავისი კლუბის სეზონის სასტარტო ორი გოლის გასატანად 19 წუთი დასჭირდა.

ფატი ამასაც არ დასჯერდა და შემდეგ პენალტი მოიპოვა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. შეხვედრას წერტილი პაუ ტორესის ავტოგოლით დაესვა.

„ბარსელონამ“ 4:0 მოიგო და სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, წინ გრძელი და რთული სეზონია.

„ბარსელონა“ – „ვილიარეალი“ 4:0

გოლები: 1:0 ანსუ ფატი (15), 2:0 ანსუ ფატი (19), 3:0 მესი (35, პენ), 4:0 ტორესი (45, ა.გ)

 

 

წყარო – Laliga

 

კრიშტიანუ რონალდუს დუბლი “იუვენტუსისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა (ვიდეო)