კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ანრი, ქინქლაძე, რონალდუ, ქეცბაია, ბერკამპი, ხიზანიშვილი, ზოლა: რა კავშირი აქვს ქართველებს ამ ფეხბურთელებთან?

Image source: manchestereveningnews.co.uk

 

ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Givemesport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები ეროვნებების მიხედვით გამოარჩია.

 

აღნიშნულმა გამოცემამ პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 5 ქართველიდან (მიხეილ ყაველაშვილი – “მანჩესტერ სიტი” და რატი ალექსიძე – “ჩელსი”) 3 გამოყო: გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი), თემურ ქეცბაია (ნიუქასლი, ვულვერჰემპტონი) და ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ნიუქასლი), ხოლო საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად კი ქინქლაძე დაასახელა.

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერულ კლუბში 1995 წელს გადავიდა და მალევე შეძლო “სიტის” გმირი გამხდარიყო. მან კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა და 90-ების მანჩესტერელებს საჭირო მუხტი მისცა,” – წერია Givemesport სტატიაში.

 

წყარო – Givemesport

ინგლისის პრემიერ ლიგა: მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი ალან შირერის ვერსიით (ფოტო)