კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გადასვლა გადაწყდა

ნინუას საგოლე პასი

Image source: paokfc.gr

 

სალონიკის „პაოკი“ თანახმაა ნიკა ნინუა 6-თვიანი იჯარით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაანათხოვროს. კვიპროსული პრესა იტყობინება, რომ პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი ბერძენთა სპორტულ დირექტორ ოლაფ რებეს ტელეფონით გაესაუბრა.

დიალოგის შემდეგ მხარეები შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ და შესაძლოა, უახლოეს ხანში ეს გარიგება ოფიციალურად დადასტურდეს. ნინუა კვიპროსში სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გადადის.

ტრანსფერი თემურ ქეცბაიას სურვილით ხორციელდება და მასთან ნინუამ უკვე ისაუბრა. ფამაგუსტელებში ქართველების რაოდენობა ხუთამდე იზრდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნინუამ მიმდინარე სეზონში „პაოკის“ ღირსება 5 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა.

 

წყარო – goal.philenews.com

 

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა