კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ანორთოსისი” თემურ ქეცბაიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

Image source: goal.philenews.com

 

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ქართველ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 5 თვეში ეწურება, მაგრამ მისი განახლების დიდი შანსია.

როგორც კვიპროსული მედია წერს, ქეცბაიას „ანორთოსისი“ ახალ კონტრაქტს 2023 წლამდე შესთავაზებს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ 2004-2009 წლებში წვრთნიდა, შემდეგ სხვადახვა გუნდებში, მათ შორის საქართველოს ნაკრებშიც იმუშავა, ხოლო ფამაგუსტელთა თავკაცის პოსტზე 2018 წელს დაბრუნდა.

 

წყარო – Larnakasports

 

ოფიციალურად: “რეალმა” სერბი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა