კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ანორთოსისი” თასის ნახევარფინალში გავიდა, თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა (ვიდეო)

Image source: goal.philenews.com

 

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ნახევარფინალში გავიდა. ქართველების გუნდმა ერთი კვირის წინ შინ „ნეა სალამინასთან“ 1:1 ითამაშა, ამის მიუხედავად დღეს სტუმრად 2:0 მოიგო.

ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც 85-ე წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თორნიკეს დარად 90 წუთი ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა. ჯანო ანანიძე სათადარიგო სკამზე დარჩა, ნიკა კაჭარავა კი განაცხადში არ იყო.

„ანორთოსისი“ ნახევარფინალში ლიმასოლის „აელს“ დაუპირისპირდება.

ოქრიაშვილის გოლისა და მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – Anorthosis.com.cy

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის მეორე წრეში დიდი ანგარიშით დამარცხდა