კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანგელოვსკი: “ფინალში გამარჯვება გვინდა”

ანგელოვსკის კომენტარი

Image source: gol.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და  ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ყველა ფეხბურთელი ვინც აქ არის, ერთიანია და სათამაშოდ ვეცდები საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო. პატივს ვცემ ვლადიმირ ვაისს, მან დიდ შედეგებს მიაღწია, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად ხელმძღვანელობს, მაგრამ ასევე ჩვენც გვაქვს კარგი შედეგები. ხვალ ახალი მატჩია, გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს და იმედი მაქვს ჩემი ფეხბურთელები ბედნიერები იქნებიან.

ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, გვქონდა შესაძლებლობა ორიჯერ გვეთამაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ ტაქტიკურად მზად ვიქნებით. რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსც ისტორიის დაწერის სურვილი აქვთ. ჩემი საქმეა გუნდის მომზადება, ფინალში არამარტო მონაწილეობა, არამედ გამარჯვება. მჯეროდა ამ ბიჭებს, როდესაც არავის სჯეროდა და ბოლომდე მათთან ერთად ვიქნები. თუ ვინმე იმსახურებს ხვალ ფინალში თამაშს, ეს არის გორან პანდევი, ჩვენი ფეხბურთის ხატი. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია მაკედონიაში. მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო.

მშვიდად მძინავს, მიუხედავად იმისა, რომ აქ მარტო ვართ მხარდაჭერას ვგრძნობთ, შეტყობინენები მომდის ყოფილი მწვრთნელებისგან ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან, მეგობრებისგან, ჩვენ მათთვისაც ვითამაშებთ“ – თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Gol.mk

 

გორან პანდევი: “ამ თამაშით ვცხოვრობთ”