კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანგელოვსკი გაფართოებულ შემადგენლობას 6 ნოემბერს დაასახელებს, მაგრამ მუსოვსკის გარეშე

იგორ ანგელოვსკი გადაწყვეტილება

Image source: gol.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები ემზადება საქართველოს წინააღმდეგ ისტორიული მატჩისთვის და მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი მალე გამოაცხადებს იმ მოთამაშეთა სიას, რომლებსაც ამ მატჩისთვის გამოიძახებს.

ფეხბურთელთა სია გამოქვეყნდება 6 ნოემბერს, სადაც მოხვდებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ადრე უთამაშიათ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და გამოცდილება აქვთ. სიურპრიზები არ გამოცხადებულა, მაგრამ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დაგეგმილი ფეხბურთელი ვერ ჩამოვა, დაზიანების ან Covid-19-ის გავრცელების პპრევენციული ღონისძიებების გამო.

ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს “ლოს-ანჯელესიდან” დენი მუსოვსკი საქართველოსთან დაპირისპირების გაფართოებული შემადგენლობაში არ ეყოლება. რამდენიმე ხნის წინ MLS- ის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მაკედონიას დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ ყველა პროცედურის დალაგებისთვის დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. მუსოვსკი მაკედონიის პასპორტებსა და მოქალაქეობას ელოდება და ამის გაკეთება ძნელი პროცედურაა საქართველოსთან მატჩამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მუსოვსკი არ იქნება ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შორის მატჩი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული დებიუტანტი მოხვდება 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

 

 

წყარო – gol.mk

 

 

 

 

თუ რატომ გადაიდო MLS-ში “სან ხოსე”-“ლოს-ანჯელესის” მატჩი, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს