კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანდრეი დენჩენკო: “ჩვენთვის კარგად ნაცნობია “ჟილინას” სათამაშო ფილოსოფია”

ანდრეი დემჩენკოკონფერნც ლიგის წილისყრა შეაფასა

 

ევროპის კონფერენც ლიგის წილისყრის შედეგად გაირკვა გორის “დილას” მეტოქის ვინაობა – სლოვაკურ “ჟილინას” დაუპირისპირდება.

გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დენჩენკომ უეფას ევროპის კონფერენც ლიგაზე “დილას” მომავალი მეტოქე – სლოვაკური “ჟილინა” შეაფასა.

“როდესაც “დაჩიაში” ვთამაშობდი, “ჟილინას” ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვეთამაშეთ. ახლა მათ უკვე მწვრთნელის რანგში დავუპირისპირდები. კარგია, რომ მათი თამაში ზამთრის შეკრებაზე თურქეთშიც ვნახეთ.

რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ არაფერია საშიში. მათ ლიგაში შესვენება აქვთ, სლოვაკეთის “ფორტუნა” ლიგა ივლისის მიწურულს დაიწყება. ჩვენთან კი ჩემპიონატი მიმდინარეობს და ამ პერიოდში, რამდენიმე დღეში ერთხელ მოგვიწევს თამაში, ეს ტონუსის მხრივ კარგია, თუმცა მეორეს მხრივ, ისინი უფრო დასვენებულები იქნებიან.

მათი სათამაშო ფილოსოფია ჩვენთვის კარგად ნაცნობია. კარგად იცავენ თავს და თამაშობენ შემტევ, ევროპული ყაიდის ფეხბურთს.

ვნახავთ, გავაანალიზებთ მათ სუსტ წერტილებს და ამის გამოყენებას ვეცდებით“,- განაცხადა დემჩენკომ.

აღვნიშნოთ, რომ “დილა” კონფერენც ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 8 ივლისს გასვლაზე სლოვაკეთში ჩაატარებს, 15 ივლისს კი მეტოქეს საკუთარ კედლებში მიიღებს.

 

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

ცვლილება რაგბის 7-ქალას ევროპის ჩემპიონატის ალაფის პირველ ეტაპზე და საქართველოს 7-ქალა ნაკრებში (ფოტო)