კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანდრეი დემჩენკო: “ჩვენზე ზემოთ მყოფ გუნდებს, ბათუმისა და თბილისის “დინამოებთან” ჩამორჩენა შევამცირეთ”

ანდრეი დემჩენკოსმატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: fcdila.ge

 

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ბოლო მატჩში გორის “დილამ” “კავკასიონ არენაზე” “თელავს” ესტუმრა და მშრალი ანაგრიშით 2:0 გაიმარჯვა.

“თელავთან” გამარჯვების შემდეგ, “დილას” 44 წლის სპეციალისტმა, ანდრეი დემჩენკომ მატჩი შეაფასა:

“დღეს ნამდვილად მოვიპოვეთ 3 ქულა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენზე ზემოთ მყოფ გუნდებს, ბათუმისა და თბილისის “დინამოებთან” ჩამორჩენა შევამცირეთ.

თამაშს რაც შეეხება, მინდვრის საფარმა რათქმაუნდა მატჩე იმოქმედა, მაგრამ ცუდი მოედნის საფრის მიუხედავად დღეს ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. სამწუხაროა, რომ თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, მეტი უნდა გაგვეტანა და მატჩი მშვიდად ჩაგვემთავრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბოლოსკენ მეტოქემ ინიციატივა ხელთ იგდო და შეგვიტია.

საბოლოოდ, 3 ქულა მოვიპოვეთ და შინ მივემგზავრებით, სადაც ბათუმის “დინამოსთან” მატჩისთვის მოვემზადებით.”

8 ტურის შემდეგ “დილა” 14 ქულით ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო “თელავი” 6 ქულით მერვე ადგილზეა.

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრეს და არა მარტო