კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანდრეა პირლოს შესანიშნავი დებიუტი მწვრთნელის რანგში, რონალდუმ გაიტანა (ვიდეო)

იუვენტუსმა სამპდორია დაამარცხა

Image source: Juventus twitter

 

იტალიის სერია A-ს გათამაშების პირველ ტურში „იუვენტუსმა“ გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანდრეა პირლოს სადებიუტო თამაშიც წარმატებული გამოვიდა.

„იუვემ“ ძალიან გამართული ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად იმარჯვა. ტურინელები მე-13 წუთზე დეიან კულუსევსკიმ დააწინაურა და „იუვენტუსმა“ სწრაფი გოლი გაიტანა. მასპინძლებმა ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს. ჯერ ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ.

პირლოს „იუვენტუსმა“ ახალი და შარშანდელ სეზონთან შედარებით ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის აჩვენა. ფაქტია, პირლოს პოტენციალი აქვს და დანარჩენს მომავალი გამოაჩენს.

„იუვენტუსს“ მომდევნო შეხვედრა რომში, 27 სექტემბერს, „რომასთან“ ელოდება.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 3:0

გოლები: 1:0 კულუსევსკი (13), 2:0 ბონუჩი (78), 3:0 რონალდუ (88)

 

 

წყარო – Juventus

 

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (ვიდეო)