კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” ახალ ამპლუაში ბრუნდება

პირლო იუვეში ბრუნდება

Image source: Getty images

 

ლეგენდარული ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტურინელთა მეორე გუნდს მომდევნო სეზონიდან ჩაიბარებს და ეს იქნება მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი.

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და კლუბის მაშინდელი პერიოდის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. „იუვეს“ 23-წლამდე გუნდი იტალიის სერია C-ში, რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს.

 

წყარო – Goal.com

 

“ბეშიქთაში” ნინუას ტრანსფერამდე დღეებს ითვლის