კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ანჩელოტი “ევერტონში” ზღაპრულ ანაზღაურებას მიიღებს

Image source: VUC

 

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ძალიან ახლოსაა ლივერპულის „ევერტონთან“. ანჩელოტი დიდი ალბათობით, ორშაბათს 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ზღაპრულ გასამრჯელოს მიიღებს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხსენებულ პერიოდში იტალიელი ხელფასის სახით 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. შედეგად, წელიწადში ანჩელოტი 11.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წელიწადში – 11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი

თვეში – 958.333 გირვანქა სტერლინგი

კვირაში – 221.153 გირვანქა სტერლინგი

დღეში – 31.593 გირვანქა სტერლინგი

საათში – 1.316 გირვანქა სტერლინგი

წუთში – 21 გირვანქა სტერლინგი

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი „ნაპოლიდან“ დაითხოვეს, მაგრამ როგორც ჩანს, უმუშევრად ყოფნა დიდი ხანი არ მოუწევს. „ევერტონს“ კი დროებით დანკან ფერგიუსონი ავარჯიშებს.

 

 

ელ კლასიკოს ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი განახლებული რეიტინგით (ფოტო)