კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ამხანაგური მატჩი საქართველოს ფუტსალის ეროვნულის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

საქართველომ ლიეტუვა დაამარცხა

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას ნაკრები ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-3′ წუთზე შორეული დარტყმით ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. მატჩის საბოლოო შედეგი 29′-ე წუთზე დაფიქსრიდა, შოთა თოფურიას გადაცემით ირაკლი თოდუამ ისარგებლა და მეტოქეს მეორედ გაუტანა.

​საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი დღეს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

საქართველო – ნიდერლანდების ყველა ონლაინ-ბილეთი გაყიდულია