კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ამ დღეს – დაუვიწყარი მატჩი პრემიერლიგაში და პოკერი “ლივერპულის” კარში (ვიდეო)

ლიდსი - ლივერპული

Image source: Getty images

 

ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 4 ნოემბერს, ინგლისის პრემიერლიგაში საოცარი მატჩი შედგა. „ელან როუდზე“ „ლივერპული“ „ლიდს იუნაიტედთან“ 3:4 დამარცხდა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ მე-18 წუთზე, შემდეგ ანგარიში 2:2 გახდა, მაგრამ 61-ე წუთზე „ლივერპული“ ისევ წინ გავიდა. თუმცა, „ლიდსმა“ თამაში მაინც მოიგო, ანგარიშით 4:3.

მასპინძელთა შორის ოთხივე გოლი ავსტრალიელმა თავდამსხმელმა მარკ ვიდუკამ გაიტანა, რომელმაც პოკერი შეასრულა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლია ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.

 

 

წყარო – Premierleague.com

 

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების წლის ბოლო 3 მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)