კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ალვარო მორატა 4 წლის შემდეგ სერია A-ში ბრუნდება

მორატა იუვენტუსში ბრუნდება

Image source: Getty images

 

„იუვენტუსი“ ალვარო მორატას დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და ესპანელი ფეხბურთელი სამშაბათ დილით ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მორატა „იუვენტუსში“ იჯარით გადავა, ხოლო მის გამოსყიდვა იტალიელებს 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ. მთლიანობაში ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონი ევრო გამოვა, რადგან იჯარა 10 მილიონ ევროდ შეფასდა.

მორატა „იუვენტუსში“ 2014 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა და 27 გოლი გაიტანა. ტურინელებში ის 4 წლის შემდეგ ბრუნდება და ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელიც ადრე მისი თანაგუნდელი იყო.

 

 

წყარო – El Chirnguito

 

ლუის სუარესი კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს